ინფრასტრუქტურა
საგარეჯოდან დავით გარეჯის მონასტრის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ34 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავატომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის მიზეზი ქარბუქი და ნამქერია.

„ქარბუქის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ20–კმ34 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.“ - აღნიშნულია საავტომობილო გზების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისათვის, მოძრაობა უკვე აღდგენილია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google