ინფრასტრუქტურა
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

დეპარტამენტის თანამშრომლები მოუწოდებენ მძღოლებს, რომ იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
| Print |
FaceBook Twitter Google