ინფრასტრუქტურა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში რკინიგზის მიმდებარე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ახაშენში, რკინიგზის მიმდებარე ე.წ ძულიაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტის მიხედვით მოასფალტდა 1700 მეტრამდე სიგრძის გზა, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 632 345 ლარით დაფინანსდა, რომელიც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “ფენიქსი” შეასრულა.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google