ინფრასტრუქტურა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ე.წ. „​უზუნაშვილების" უბანში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგება 300 მეტრი სიგრძის გზაზე, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, დაიდგმება საგზაო ნიშნები.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „გზამშენი 15“ ასრულებს.
გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 105 000 ლარით ფინანსდება.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google