ინფრასტრუქტურა
საქართველოს რკინიგზამ გრანტის სახით 500 000 ევრო მიიღო
საქართველოს რკინიგზამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

ტექნიკური დახმარების მიზანი - სარკინიგზო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მხარდაჭერაა.

„საქართველოში ინვესტირებისა და სატვირთო გადაზიდვების ბაზრის გაფართოების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება: ეროვნული სარკინიგზო პოლიტიკის დოკუმენტი, რეგიონულ კონტექსტში - სატვირთო გადაზიდვების ბაზრის კვლევა და მისი განვითარების სტრატეგია. ასევე მომზადდება საინვესტიციო გეგმა (მათ შორის - მოძრავი შემადგენლობისთვის).


დასახული მიზნების სწორად განხორციელებისთვის, AFD-ის რეკომენდაციით, საქართველოში ფრანგი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საქართველოს რკინიგზისა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს კონსულტაციებს გაუწევს. მისია, რომელიც აპრილში დაიწყება დაახლოებით 12/18 თვე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ AFD საფრანგეთის საჯარო ფინანსურ ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB).“,- ვკითხულობთ განცხადებაში
| Print |
FaceBook Twitter Google