ინფრასტრუქტურა
ჯუგაანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, „დოლაანთ“ უბნის გზის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის ორივე ფენა ასფალტი უკვე დაგებულია, დარჩენილია სავალი გზის დახაზვა და საგზაო ნიშნების განთავსება.

„ეს სოფლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზაა და ადგილობრივების დიდი ნაწილი სწორედ ამ გზით სარგებლობს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „დოლაანთ“ უბანში მოასფალტებული გზა ამ დრომდე არასდროს ყოფილა. დარჩენილი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.“

ცნობისთვის, აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.




| Print |
FaceBook Twitter Google