ინფრასტრუქტურა
თელავის უნივერსიტეტის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, რეკრეაციული სივრცეები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ტენდერი 2 825 914 ლარზე უკვე გამოცხადებულია. 

ტენდერის პირობების თანახმად, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის სტადიონი სამოყვარულო ტურნირებისთვის, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები შესაბამისი განათების სისტემებით.

დაგეგმილია ახალი სარბენი ბილიკის, ღია სავარჯიშო სივრცის, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და დასასვენებელ-რეკრეაციული სივრცის მოწყობა. 

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google