გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. ბაღის გზის
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის
ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 280 მეტრამდე
სიგრძის გზას.
დაგეგმილია სანიაღვრე არხის მოწყობაც.
„პროექტი ორწლიანია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 256 000 ლარით
ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერია, სოფელ ვაჩნაძიანში, ასევე ახორციელებს პალატებისკენ მიმავალი
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაზეც 1 მლნ 420 000 ლარი
დაიხარჯება, “ - განმარტავენ მერიაში.
ცნობისთვის, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული
კომპანია, შპს "ბახტრიონი - 2012" ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები