ინფრასტრუქტურა
წნორში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია და ამჯერად ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე თქმით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 726 247 ლარია, ითვალისწინებს 3 400 მეტრის მანძილზე ასფალტო ბეტონის გზის საფარის დაგებას, სანიაღვრის, სამი სახიდე გადასასვლელის, ეზოებში შესასვლელების და ტროტუარის მოწყობას.

ცნობისთვის, გზის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. როგორც მერიაში განმარტავე, მოსახლეობას ახალი გზით სარგებლობა ივლისის თვიდან შეეძლება.

| Print |
FaceBook Twitter Google