ინფრასტრუქტურა
გურჯაანის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის ცენტრის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
როგორც speqtri.ge-ს მერიაში განუცხადეს, ხელახალი ტენდერი 815 130 ლარზე გამოცხადდა,ისეთივე თანხაზე, როგორც წინა ორი.

პირველისგან განსხვავებით, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში  მონაწილეობა მიიღო შპს "ახალმა სამშენებლო კომპანიამ".  თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დახარვეზდა და ტენდერი ჩავარდა. 

პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. შენობაში მოეწყობა გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემები. პროექტის ფარგლებში ასევე, შეიცვლება შენობის შიდა კარ-ფანჯრები.

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ, ნაკისრი ვალდებულებები 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

| Print |
FaceBook Twitter Google