ინფრასტრუქტურა
სოფელ მატანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საქლორატოროს ტესტირება, რისი დასრულების შემდეგაც მატანის მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებას მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღებს.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. პროექტის ფარგლებში ასევე, მოხდება დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 60 კმ-ზე მეტი წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდა სათავე ნაგებობა, რეზერვუარი და საქლორატორო.


| Print |
FaceBook Twitter Google