ინფრასტრუქტურა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი-აბანო-მალოს გზის რეაბილიტაციას განახორციელებს. ტენდერი 28 მილიონ 78 579 ლარზე უკვე გამოცხადდა.
საუბარია პირველ ლოტზე, რომლის სიგრძეც 13.4 კილომეტრია.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ არსებული გზა განლაგებულია რთულ რელიეფზე, დაზიანებული და ამორტიზერებულია. საპროექტო მონაკვეთი იწყება არსებული გზის დაახლოებით მე-7 კმ-დან.

დასაპროექტებელი გზის დაახლოებით 6 კმ წარმოადგენს დაზიანებულ ასფალტო-ბეტონის საფარს, დანარჩენი მონაკვეთი - გრუნტის გზას, რომლის გრძივი და განივი პროფილები დარღვეულია.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებების მიღება 10 აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტოს დასრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები წერილობითი დავალების გაცემიდან 14 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

| Print |
FaceBook Twitter Google