ინფრასტრუქტურა
სოფელ გულგულაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, სოფელ გულგულაში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მათი თქმით, შენობაში მოეწყობა ახალი ელექტრო გაყვანილობა, მედპერსონალის, ვაქცინაციის, სამანიპულაციო ოთახები და სველი წერტილი.

ცნობისთვის, სამუშაოებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 530 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მშენებელი 2016“ ასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google