ინფრასტრუქტურა
სოფელ მაღაროში ახალგაზრდული ცენტრი აშენდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
მშენებლობაზე 501 192 ლარამდე თანხა დაიხარჯება. 

პროექტი ადგილობრივების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდება. ორსართულიან, თანამედროვე ტიპის შენობას, მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება. 

,, აშენდება ორსართულიანი, თანამედროვე ტიპის შენობა, რომელსაც მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება.სატენდერო პირობების თანახმად,   2019 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 მილიონ 002 384 ლარისა.

ტენდერი რვა აგვისტოს დარულდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ვინ შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს. 


| Print |
FaceBook Twitter Google