ინფრასტრუქტურა
საგარეჯოში, ბარნოვისა და რობაქიძის ქუჩების ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკნით ფაზაშია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვისა და რობაქიძის ქუჩების მოასფალტებისa და სანიაღვრე სისტემის მოწყობის  სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

გაერთიანებულ პროექტს, რომელიც რობაქიძის, ბარნოვისა და 9 ძმის ქუჩის მოწყობას მოიცავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს“კავკასავტომაგისტრალი“ ახორციელებს.  სამუშაოების  ჯამური ღირებულება 523 600 ლარს შეადგენს.

"აღნიშნული ქუჩები ქალაქ საგარეჯოს ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული და ფაქტობრივად, ამ ადგილებს ათეულობით წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია . უფრო მეტიც, აქედან ორი ქუჩა ნალექიან ამინდში მიუვალიც ხდებოდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ფაქტი, რომ ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ლოკაციებზე, სადაც არასდროს არ ყოფილა ასფალტის საფარი, ჩვენ მიზნად დავისახეთ და ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, საჭიროების ხარისხიდან გამომდინარე, მოვაწესრიგებთ საგზაო ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტის მასშტაბით," - განაცხადა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, რომელმაც, გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, აღნიშნული სამუშოები, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, ადგილზე მოინახულა.

ცნობისთვის, მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.




| Print |
FaceBook Twitter Google