ინფრასტრუქტურა
თუშეთის გზაზე მდინარეების ადიდების გამო შეზღუდვები დაწესდა
წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე, მდინარეების ადიდდა და სავალი ნაწილი  ჩაიკეტა. შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფ ორმაციით, ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ26 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი-ლეჩურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |
FaceBook Twitter Google