ინფრასტრუქტურა
ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მოწყობა და მიწის სამუშაოები.

„პროექტი 23,8 კმ-იანი 4 ზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითავლისწინებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს.“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს.

| Print |
FaceBook Twitter Google