ინფრასტრუქტურა
ქალაქ საგარეჯოში "განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დასრულდა
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 22 შენობის, მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
საქაეთველოს მთავრობის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განახლდა შენობები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ტროტუარები და ღობეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიმდებარე სკვერს.

ცნობიათვის, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის პირველი ეტაპით დაფინანსებული პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია. დაწყებულია პროგრამის მეორე ეტაპით დაგეგმილი სამუშაოებიც.
| Print |
FaceBook Twitter Google