ინფრასტრუქტურა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, ღია ფიტნეს მოედანი მოეწყობა
აგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, ღია ფიტნეს მოედანი ეწყობა.

აღსანიშნავია, რომ სპორტული მოედნების მოწყობა, ახალგაზრდების ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სპორტულ სივრცეებზე, 10 სხვადასხვა სახეობის ინვენტარი დამონტაჟდება და ის ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში.

„ღია ფიტნეს მოედნების მოწყობის სამუშაოები, სოფელ არეშფერანში, ბაისუბანში, ბალთასა და ქვემო ნაშოვარში უკვე დასრულებულია, ხოლო სოფელ ქვემო გურგენიანში, ფონაში, ლელიანსა და ბებურიანში, სამუშაოები სულ მალე დასრულდება,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. მისი საერთო ღირებულება 229 577.22 ლარს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google