ინფრასტრუქტურა
ნონეშვილის გამზირზე ასფალტს თვის ბოლომდე დააგებენ
გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე ძველი ასფალტი აყარეს და ქუჩას ახალი ასფალტის დასაგებად ამზადებენ. აღნიშნულ სამუშაოებს საავტომობილი გზების დეპარტამენტი აწარმოებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ მოასფალტების სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება.

ცოტა ხნის წინ აღიშნულ ქუჩაზე ახლადდაგებული ფილებიც აყარეს, რადგან "სილქნეტმა" კაბელი მილები მიწისქვეშ განათავსა, აგრეთვე გაკეთდა სრწყავი სისტემაც, თუმცა ფილები ხელახლა ჯერ კიდევ არ დაუგიათ.

ცნობისთვის,  ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია ერთი წელზე მეტია მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი გადათხრილი ცენტრალური ქუჩის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. მათი თქმით, ქუჩა ისეთ მდგომარეობაშია, გადაადგილება უჭირთ.






| Print |
FaceBook Twitter Google