ინფრასტრუქტურა
PIRDP-ის ფარგლებში კახეთში 54,293,782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) დაფინანსებით, კახეთის რეგიონში 54,293,782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული.

მათ შორისაა, ქალაქ თელავში მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, წნორში კულტურისა და დასვენების პარკის მშენებლობა, გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარიამიჯვრის სახელმწიფო ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სხვა.

„ამ დღეებში მოვინახულეთ სწორედ ეს პროექტები, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა და აქტიურად მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი უკვე დასრულებულია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პროექტი ვადებში დამთავრდება და მათგან მიღებული სიკეთე მოხმარდება რეგიონის მოსახლეობას და ახალგაზრდებს,“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google