ინფრასტრუქტურა
PIRDP-ის პროგრამის ფარგლებში ილიას გორის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყვარელში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში PIRDP ილიას გორის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სარეკრეაციო სივრცის მოწყობას, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციას, საფეხმავლო ბილიკების, საპარკინგე და კვების ობიექტების მოწყობას.

„პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებისა და ჩამოსული ვიზიტორებისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი, თანამდეროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცე გაჩნდება“- აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტის ღირებულება 1 704 000 ლარს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google