ინფრასტრუქტურა
თაყაიშვილის ქუჩაზე საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო
ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი.

„სამუშაოები, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "ფილ ვეი გრუპმა" მოაწყო. მიმდინარე წელს კი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო სივრცე მოეწყობა,“- აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 800 ლარით დაფინანსდა.



| Print |
FaceBook Twitter Google