ინფრასტრუქტურა
ახმეტაში ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 20 ნოემბრამდე დასრულდება.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქვაფენილი, გარე სავარჯიშოებთან კაუჩუკის საფარი, საფეხმავლო ბილიკები და შემოიღობება სკვერი. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 20 ნოემბრამდე დასრულდება,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება შეადგენს 43 506 ლარს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა /