ინფრასტრუქტურა
საგარეჯოს ორ სოფელში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნინოწმინდისა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მათივე თქმით, ნინოწმინდასა და წყაროსთავში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი, სატუმბო სადგური და მაგისტრალური მილი, ახალი ჭაბურღილები და რეზერვუარი. გარდა ამისა, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები და რეზერვუარები,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.






| Print |
FaceBook Twitter Google