ინფრასტრუქტურა
სოფელ მაღაროსა და ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსა და ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს და განახლებული გზებით ცხრაასი ბენეფიციარი ისარგებლებს.

"აღსანიშნავია, რომ ილიაწმინდაში ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული გზის რეაბილიტირება არ მომხდარა, ხოლო სოფელ მაღაროში შიდა საუბნო გზაზე ასფალტი პირველად იგება,"-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც ჯამში 1 225 994 ლარი დაიხარჯება.








| Print |
FaceBook Twitter Google