ინფრასტრუქტურა
დედოფლისწყაროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, დედოფლისწყაროში 37 შენობის და ფანტანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა. ასევე, მიმდინარეობს ნიკო ფიროსმანის მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები.

„პროექტის ფარგლებში, მოხდება რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩების საფეხმავლო ზოლის რეაბილიტაცია, კედლისა და რკალის მოწყობა, გარე განათების ბოძების შეცვლა.
ასევე, ქალაქ დედოფლისწყაროში დაგეგმილია შინმოუსვლელთა მემორიალის და პარკის სრული რეაბილიტაცია.“ - განმარტავენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ცნობით, პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ „განახლებული რეგიონების“4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისი პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
| Print |
FaceBook Twitter Google