ინფრასტრუქტურა
გურჯაანში 7 ბაღი დემონტაჟს საჭიროებს
2023 წლის 1 იანვრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა იწყება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.

ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უცნობია, რა თანხა გამოიყოფა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. თუმცა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავარიულ მდგომარეობაშია 7 საბავშვო ბაღი, რომელიც დემონტაჟს საჭიროებს.


„სამხარაულის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ბაღებში არ შეიძლებოდა სწავლის გაგრძელება და შესაბამისად, დაიკეტა. ამიტომ იქ ვეღარ ვაკეთებთ რეაბილიტაციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, როდის შევძლებთ ახალი ბაღების აშენებას, “ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა ანგარიშის წარდგენისას.

ახლად ასაშენებელი ბაღებია: კოლაგის, ნანიანის, შაშიანის, ველისციხის #2, ახაშნის, ჩუმლაყის #1 და #2 საბავშვო ბაღები. ასევე ბაღების ნაწილში საჭიროა გათბობის მონტაჟი.


როდის დაიწყება სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი, რა თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.




| Print |
FaceBook Twitter Google