ინფრასტრუქტურა
მანავსა და თოხლიაურში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება.
მათივე თქმით, ყველა წყალგამანაწილებელზე დამონტაჟდება ჰიდრანტები და დამცლელი ჭები, მილ-ხიდები და წყალმიმღები.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარცხენა მაგისტრალური არხის პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 20,7 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და 11,8 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხის მშენებლობას ითვალისწინებს,“-აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ მანავისა და თოხლიაურის 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ 9,2 მლნ ლარის ღირებულების პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება.




| Print |
FaceBook Twitter Google