ინფრასტრუქტურა
თელავის სოფლებში 22 ენერგოეფექტური სკამი განთავსდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22 ენერგოეფექტური სკამი განთავსდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე თქმით, სკამების მონტაჟი სოფლების ნაწილში უკვე მიმდინარეობს.

„ენერგოეფექტური სკამები აღჭურვილია უფასო უსადენო ინტერნეტით (WiFi) და ტელეფონის დამტენებით. ასევე, სკამის ორივე მხარეს განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტის ბიუჯეტი 330 000 ლარია და სამუშაოებს კომპანია შპს ,,SOLARTIA GROUP" ასრულებს.



| Print |
FaceBook Twitter Google