ინფრასტრუქტურა
გურჯაანში ბაღების დემონტაჟისთვის აუქციონს გამოაცხადებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საბავშვო ბაღების შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით, პირობიანი ელექტრონული აუქციონის პროექტი დაამტკიცა.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე ბერიძიშვილმა წარადგინა.

„საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კედლები არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას და აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ძველის დემონტაჟი ახალი საბავშვო ბაღების ასაშენებლად,“-განაცხადა კონსტანტინე ბერიძიშვილმა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ნაწილობრივ ან სრულ დემონტაჟს საჭიროებს შაშიანის, ველისციხის, ახაშნის, ჩუმლაყის - ორი, კოლაგის და ნანიანის ბაღები.

მათივე განმარტებით, აუქციონები ცალ-ცალკე ლოტებად გამოცხადდება და ბიუჯეტიც საჭიროებისამებრ განისაზღვრება.







| Print |
FaceBook Twitter Google