ინფრასტრუქტურა
სოფლებში განსახორციელებელი პროექტების სია ცნობილია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცდა.
საკითხი საკრებულოზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, რამაზ ქიტიაშვილმა წარადგინა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიიღეს.

პროექტების სია სოფლების მიხედვით კი შემდეგია:

• კახიფარი-ტრანსპორტის მოსაცდელის კეთილმოწყობის სამუშაოები.
• ვაჩნაძიანი-საჭიდაო „გრანდიოზული“.
• კალაური-საბავშვო ბაღის სკვერი.
• შაშიანში- შიდა საუბნო გზის მოხრეშვა.
• ვაზისუბანი-ბაგაბაღის ღობის კეთილმოწყობა.
• ველისციხე-სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები.
• მუკუზანი-გასართობი სივრცე.
• ზეგაანი-ბაღის ნაწილობრივი შემოღობვა.
• ახაშენი-ფაფრის უბნის წყლის რეზერვუარები.
• ჩუმლაყი-სკვერის მოწყობა.
• ყიტაანი-ორი ჭაბურღილის ამოწმენდის სამუშაოები.
• ჭერემი-მოეწყობა სკვერი.
• სოფელ გურჯაანი- ივანე მახარობლის სახელობის სასაფლაოს შემოღობვა.
• ჭანდარი-სატრანსპორტო მოსაცდელის მოწყობა.
• ძირკოკი- დასასვენებელი სივრცე.
• ვეჯინი-სკოლასთან არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
• კოლაგი- მინი მოედნის კედლის მშენებლობა და სკამების მოწყობა.
• ბაკურციხე-ტრანსპორტის მოსაცდელის მოწყობა.
• კარდენახი -„ტეტელოანთ“ უბანში ოც ტონიანი რეზერვუარი.
• ზემო კაჭრეთი-არსებული სპორტული დარბაზის ფასადის რეაბილიტაცია.
• ჩალაუბანი-სკვერის მოწყობა.
• მელაანი-სანიაღვრე არხების მოწყობა.
• კაჭრეთი -სკვერის მესერის რეაბილიტაცია.
• დარჩეთი- ორ სასაფლაოზე საპირფარეშოს მოწყობა.
• ქოდალო- წყაროს რეაბილიტაცია.
• ზიარი- გზის მოხრეშა.

„სოფლის კრების ჩატარების შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. სოფელ კახიფარის მოსახლეობა ითხოვს ტრანსპორტის მოსაცდელის კეთილმოწყობის სამუშაოებს. ვაჩნაძიანის მოსახლეობას საჭიდაო გრანდიოზული სჭირდება. კალაურში საბავშვო ბაღის სკვერის მოწყობა. შაშიანში მოიხრეშება შიდა საუბნო გზა. ვაზისუბანში მოხდება ბაგა-ბაღის ღობის კეთილმოწყობა. ველისციხეში დაგეგმილია სიჩქარის შემზღუდველი ნიშნების მოწყობა, მუკუზანში გასართობი სივრცე, ზეგაანში ბაღის ნაწილობრივი შემოღობვა, ახაშენში ფაფრის უბნის წყლის რეზერვუარების მოწყობა და ჩუმლაყში სკვერის მოწყობა. ყიტაანში ორი ჭაბურღილის ამოწმენდის სამუშაოებია დაგეგმილი ასევე ჭერემში მოეწყობა სკვერი. სოფელ გურჯაანში იგეგმება ივანე მახარობლის სახელობის სასაფლაოს შემოღობვა ჭანდარში მოსაცდელის მოწყობა. ძირკოკში დასასვენებელი სივრცე. ვეჯინში სკოლასთან არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. კოლაგში მინი მოედნის კედლის მშენებლობა და სკამების მოწყობა. ბაკურციხეში ტრანსპორტის მოსაცდელის მოწყობა. კარდენახში „ტეტელოანთ“ უბანში ოცტონიანი რეზერვუარის მოწყობა. ზემო კაჭრეთში არსებული სპორტული დარბაზის ფასადის რეაბილიტაცია, ჩალაუბანში სკვერის მოწყობა, მელაანში სანიაღვრე არხების მოწყობა, კაჭრეთში სკვერის მესერის რეაბილიტაცია, დარჩეთში ორ სასაფლაოზე საპირფარეშოს მოწყობა, ქოდალოში წყაროს რეაბილიტაცია და ზიარში გზის მოხრეშა.“-განაცხადა საკრებულოს სხდომაზე რამაზ ქიტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარი დაიხარჯება.






| Print |
FaceBook Twitter Google