ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“,
ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556
ლარი შეადგინა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს
შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა.
„შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, დავუახლოვდეთ ნარჩენების მართვის
მსოფლიო სტანდარტებს. გვაქვს სურვილი, ვიყოთ გამორჩეული, სუფთა და
საუკეთესო მუნიციპალიტეტი,“ - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ცნობისთვის ოთხი ტრანსპორტიდან - თვითმცლელი, სატვირთო ბორტიანი
ავტომობილი და სპეციალიზირებული ამწე კალათა - ადგილობრივი
ბიუჯეტიდან, ხოლო ნაგავმზიდი, ლაგოდეხის მერიისა და სამოქალაქო
განვითარების ასოციაცია „საგა“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,
იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით იქნა შეძენილი.
მასალის გამოყენების პირობები