ინფრასტრუქტურა
მერიამ ლაგოდეხის სერვის ცენტრს ოთხი ავტომობილი გადასცა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა.
„შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, დავუახლოვდეთ ნარჩენების მართვის მსოფლიო სტანდარტებს. გვაქვს სურვილი, ვიყოთ გამორჩეული, სუფთა და საუკეთესო მუნიციპალიტეტი,“ - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის ოთხი ტრანსპორტიდან - თვითმცლელი, სატვირთო ბორტიანი ავტომობილი და სპეციალიზირებული ამწე კალათა - ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო ნაგავმზიდი, ლაგოდეხის მერიისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგა“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით იქნა შეძენილი.



| Print |
FaceBook Twitter Google