ინფრასტრუქტურა
საგარეჯოში მელიორაციის ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საგარეჯოში საპილოტე პროექტის ფარგლებში მელიორაციის ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

მისი განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები ფერმერებისთვის იქნება სარწყავი წყლის უწყვეტი, საიმედო და ოპტიმალური გამოყენების ერთგვარი შესაძლებლობა.
ასეთი ორგანიზაციები მელიორაციის სექტორის თანამედროვე რეგულირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რასაც მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფერმერებმა უნდა იზრუნონ ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები.




| Print |
FaceBook Twitter Google