ინფრასტრუქტურა
სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია. სამუშაოებს ი.მ ირაკლი ჯიქურაშვილი შეასრულებს.

პროექტის მიხედვით, სპორტულ მოედანზე განთავსდება გარე მოხმარების 10 სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი.

სამუშაოებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 92 327 ლარი დაიხარჯება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. 





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მოედანი / ჯიმითი /