ინფრასტრუქტურა
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 119 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება - მერია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, მუციპალიტეტის მასშტაბით, 26 527 400 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა რაოდენობა, ჯამში 119-ია.

პროექტები მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, საბავშვო სივრცეების და მინი სპორტული მოედნების მოწყობას, შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას და სხვა.
როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის, დასრულებულია 51 ინფრასტრუქტურული პროექტი.


რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, ეს პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 17 823 მეტრი სიგრძის მონაკვეთს ეხება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია 12 587 მ გზის მშენებლობა და მიმდინარეობს: 5 236 მ გზის რეაბილიტაცია.

აქვე განმარტავენ, რომ დასრულებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების 18 736 კვმ ფართობის მოასფალტებაც.


| Print |
FaceBook Twitter Google