ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი სატრანსპორტო კვანძის
დაერთებითაა გამოწვეული.
„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის
ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და
ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები,
რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის
საავტომობილო გზის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს
უმოკლეს დროში მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით,“ - განმარტავენ
დეპარტამენტში.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნულ
პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის
გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები