სოფლის მეურნეობა
მეცნიერები საგარეჯოსა და გურჯაანში თევზის მარაგს შეისწავლიან[Video]

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა  კახეთის რეგიონში არსებული ტბორები დაათვალიერეს. ისინი ფერმერებს შეხვდნენ და აკვაკულტურის დარგის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, საქართველოში თევზის მეურნეობების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის მზად იქნება.

მინისტრის ინფორმაციითვე, მეცნიერები საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არსებულ ბუნებრივ და ხელოვნერულ წყალსატევებში არსებულ თევზის მარაგებს შეისწავლიან.

მოხდება თევზის წარმოების განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევები და სასელექციო–საჯიშე სახეობების გამოყვანა მოხდება, რაც ფერმერებსა და მეწარმეებისთვის თევზის ახალ სახეობებზე და მაღალხარისხიან ლიფსიტაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

| Print |
FaceBook Twitter Google