სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი მიშელაძე პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს სოფელ დუისში
შეხვდა.
გიორგი მიშელაძემ შეხვედრაზე დეტალურად განმარტა თუ რა ტექნიკური
პროცედურების გავლაა საჭირო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
რეგისტრაციასა და სტატუსის მოპოვებისათვის და რა საგადასახადო
შეღავათებით სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ასევე
მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კოოპერატივების მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარის განცხადებით, კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს,
ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის
წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი
სტანდარტების პროდუქციის წარმოებას.
კახეთის რეგიონში დღეისათვის 112 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები