სოფლის მეურნეობა
სურსათის ეროვნული სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგს აწარმოებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.
სამცხე ჯავახეთის რეგიონში მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი მიმდინარეობს. სისხლის ნიმუშების კვლევა ჩატარდება ასევე ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 200 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების კვლევაა დაგეგმილი, რის შემდეგაც მომდევნო წელს, ჯანმრთელ პირუტყვს ჩაუტარდება ვაქცინაცია.

2015 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშები თბილისის შემოგარენ სოფლებში, კახეთსა და აჭარაში გამოიკვლიეს. აღნიშნულ რეგიონებში ვაქცინაცია მიმდინარე წელს ჩატარდება.

ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს,სურსათის ეროვნული სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია,რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებასა და მის ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით ან მისგან მიღებული პროდუქტით.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş