სოფლის მეურნეობა
ქართული ხორბლის ჯიში „ზანდური“ მომავლის კულტურად აღიარეს
გერმანელმა სელექციონერებმა უძველესი ქართული ხორბლის ჯიში "ზანდური" იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება.


კვლევა ჟურნალ Trends in Plant Science–ში გამოქვეყნდა. ზანდური ხორბლის უძველესი ქართული ენდემური ჯიშია. წარმოშობის კერაა რაჭა-ლეჩხუმი. ზანდურს სასელექციო მასალად იყენებენ ბევრ ქვეყანაში იმუნური ჯიშებისა და ჰიბრიდული ხორბლის შესაქმნელად. დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა.

"ზანდურთან" ერთად ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები – „პოლუპოლბა“ და „სპელტა.“ გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზანდურისა“ და „პოლუპოლბას“ პოპულარობის ზრდის მიზეზი გახდა მათი მაღალი მოსავლიანობა და პარაზიტებისადმი მდგრადობა, ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ კვების რაციონი.

მეცნიერთა აზრით, სწორედ დასახელებული ჯიშები ჩაანაცვლებს უახლოეს მომავალში ხორბლის თანამედროვე სახეობებს. Trends in Plant Science–ი აღნიშნავს, რომ 9 ათასი წლის წინ ადამიანი ამ მცენარეებს იყენებდნენ საკვების მოსამზადებლად, თუმცა მწვანე რევოლუციამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, ამ კულტურების განდევნა გამოიწვია.


წყარო: commersant.ge
| Print |
FaceBook Twitter Google