სოფლის მეურნეობა
რა ფასად ჩაიბარებენ ქარხნები ყურძენს
ღვინის კომპანიები და ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობენ, რომ ყურძნის ფასი გასული წლის მსგავსი იქნება. გლეხების თქმით, 1 კგ რქაწითელი 1 ლარზე, ხოლო საფერავი 1.50-ზე ნაკლები არ უნდა ღირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლის ხარჯს ვერ დაფარავენ.
თელაველი თემურ გურგენიძე ვარაუდობს, რომ წელს 20 ტონა ყურძენს დაკრეფს. მისივე თქმით, მთელი ოჯახი ამ მოსავალს ელოდება.

„რქაწითელიც მაქვს და საფერავიც. თუ სეტყვა არ მოვიდა, მთლიანობაში დაახლოებით 20 ტონას ჩავაბარებ. მოვლა ძვირი ჯდება, ამიტომ რქაწითელი 1 ლარზე იაფი არ უნდა ღირდეს, საფერავი კი -1.50-ზე. მარტო ხომ ვერ მოვუვლი ამხელა ვენახს, იქ წამლის ფულია საჭირო, იქ საწვავის, მუშის და მარტო ხარჯი რომ დაფაროს, არსებობაც ხომ გვინდა. იმ ანდაზისნაირად გამოდის, „თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი რა ვნახე“.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები ზაქარია მათარაშვილი გვეუბნება, ვენახი უხარისხო შხამ-ქიმიკატების გამო დაუზიანდა. 7 ტონა მოსავალს ელოდებოდა, თუმცა ახლა 2 ტონის იმედიღა აქვს.

ვენახი უკვე 11-ჯერ შევწამლე, თითო მოწამლა 100 ლარამდე მიჯდება. რასაც ველოდებოდი, იმის ნახევარსაც ვეღარ ავიღებ, მტევნები სულ გამხმარია. შხაქიმიკატები უხარისხო გამოდგა, თორემ როგორც შარშან, ახლაც 7 ტონას დავკრეფდი. ამბობენ, ყურძნის ფასი გასული წლის მსგავსად იქნებაო და აბა რა გამოდის. სოფელში ვცხოვრობ, მინდა ვენახი მეც მქონდეს, თორემ წვალების მეტი არაფერი მრჩება.“

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სუბსიდიის სახით ერთ კილოგრამ „საფერავის“ ჯიშის ყურძენზე 20 თეთრი, ხოლო „რქაწითელზე“ 45 თეთრი გაიცემა.

Spetqri.ge დაინტერესდა რა ფასად ჩაიბარებენ ყურძენს ქარხნები, ამიტომ რამდენიმე კომპანიას დავუკავშირდით.

„ფასზე ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული, ეს პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, რა შეკვეთას მოგვცემენ იმპორტიორები. ამის შესახებ დაახლოებით ერთ თვეში გვაცნობებენ. იმდენად პატარა მოთამაშეები ვართ ბაზარზე, ფასს ჩვენ ვერ დავარეგულირებთ. რაც ეღირება, იმას გადავიხდით. ღირებულება, სავარაუდოდ, გასული წლის მსგავსი იქნება, არ ველოდებით არც გაზრდას და არც შემცირებას. გასულ წელს 100 ტონა საფერავი, 60 ტონამდე რქაწითელი და მანავის მწვანე მივიღეთ. ალბათ, მიმდინარე წელსაც იგივე მოცულობას ჩავიბარებთ“,- აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე „ვინივერიას“დირექტორმა ზვიად გურაშვილმა.

კომპანია „ენისელი-ბაგრატიონის“ დირექტორი სანდრო ბაგრატიონი ამბობს, რომ რასაც სახელმწიფო დაადგენს, ყურძენში იმ ფასს გადაიხდიან.
ფასს მე ვერ გეტყვით, რასაც მთავრობა დაადგენს, ჩვენც ისე ჩავიბარებთ. სავარაუდოდ, გასული წლის ანალოგიური იქნება“.
ფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია კომპანია“წინანდალი-შუმსა“ და სანიორეში მდებარე „შატო-თელავს“.


სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით 2000-3000 ტონით მეტ ყურძნის მოსავალს ელოდებიან. თუმცა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის თქმით, გლეხებს რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.
„ჩვენ ვიცით დაახლოებითი მოთხოვნა კერძო სექტორიდან. მინდა აღვნიშნო, რომ მოსავალი ცოტა უფრო მეტია. როგორც შარშან, სავარაუდოდ, ჭარბი ყურძენი წელსაც იქნება და მას სახელმწიფო ჩაიბარებს. რაც შეეხება ფასს, ჩვენ არ ვადგენთ, ამას ბაზარი არეგულირებს. თუმცა, სავარაუდოდ , გასული წლის მსგავსი იქნება, სხვაობა შეიძლება იყოს ხარისხის მიხედვით . ეს არის ჩვენი წინასწარი ანალიზი, თუმცა რთველი წინაა.“

გასულ წელს რქაწითელის ფასი 70 თეთრი, ხოლო საფერავის 80 თეთრი იყო, რასაც გურჯაანში მევენახეების პროტესტი და აქციები მოჰყვა. ფერმერებმა ცენტრალური მაგისტრალი რამდენჯერმე გადაკეტეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.