სოფლის მეურნეობა
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა [R]
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვათბილისში, სასტუმრო „Tbilisi Marriot“-ში ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეულმა მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტმა ჯონ ბარკერმა (ახალი ზელანდია) მოამზადა.
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის მიზანია დარგის შესაბამისსახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება,არსებული თანამშრომლობის ფორმალიზება და კერძო სექტორის უფრო მეტიჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იქნება ეს მარკეტინგულიღონისძიებები, თუ კონტროლისა და რეგულაციების საკითხები.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევანდავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგისამანიშვილი, აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი სურსათისა და სოფლისმეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის FAO-ს, ასოციაციის „ქართულიღვინო“, „კახეთის მეღვინეთა გილდიის“, „ქვევრის ფონდის“, საქართველოსსომელიეთა ასოციაციის და მეღვინეობის დარგში დასაქმებული სხვაორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის თქმით,ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის უფრო ეფექტური მოდელის შემუშავების პროცესში.

ექსპერტმა ჯონ ბარკერმა პრეზენტაციაში ისაუბრა ღვინის სექტორის საჭიროებებზე, მთავრობისა და ინდუსტრიის ინსტიტუციების როლზე დარგისგანვითარების საკითხში, კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზედაგეგმარების პროცესში, მოიყვანა წარმატებული ღვინის ინდუსტრიის მქონექვეყნების მაგალითები. პროექტის განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაწილეებს შორის. შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, მსგავს ფორმატში პირველად მოხდა პროექტის განხილვა.როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, ეს იყო პროექტის შუალედური პრეზენტაცია, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ექსპერტის მხრიდან წარმოდგენილი იქნება უფრო დეტალური წინადადებები.


| Print |
FaceBook Twitter Google