სოფლის მეურნეობა
რთვლის საკოორდინაციო შტაბი 23 აგვისტოს გაიხსნება
გასული წლის მსგავსად, ,,რთველი 2016“ -ის საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება და ოფიციალურად 23 აგვისტოს გაიხსნება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძენზე სუბსიდია წლსაც გაიცემა, რისთვისაც ბიუჯეტში 25 მილიონი ლარია განსაზღვრული.
,,ყურძნის კრეფა სექტემბრის თვის პირველ, მეორე კვირაში დაიწყება და ამ დროისათვის საწარმოები სრულიად მობილიზებული იქნება. წელს, გაზრდილია როგორც მოსავლიანობა, ასევე მოთხოვნაც. თანხის გადახდა გლეხსა და მყიდველს შორის ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე მოხდება, სახელმწიფოს მხრიდან კი გაიცემა სუბსიდია: რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 45 თეთრი, საფერავზე - 20 თეთრი, ხოლო რაჭაში, ხვანჭკარის ჯიშის მიკრო ზონაში 2 ლარის ოდენობით. “ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ: გიორგი სამანიშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს: „სუბსიდია გაიცემა უშუალოდ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ყურძნის საფასურს ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მიიღებს, ეს კი თავისთავად, გამორიცხავს თანხის არამიზნობრივ ხარჯვას."

2016 წელს, სავარაუდოდ, 150-180 ათას ტონამდე ყურძენი მოიკრიფება. მოსავალს 100-მდე საწარმო ჩაიბარებს და შტაბის გახსნისთანავე ამოქმედდება ცხელი ხაზი: 0322 47 01 01


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შტაბი / რთველი /