სოფლის მეურნეობა
ლევან დავითაშვილი აგრარული ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნას დაესწრო [R]
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.



საქართველოს განათლების სამინისტროს ორგანიზებით, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო კორპუსი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის“ ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა.დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლებისა დამეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი აგრარული დარგის განვითარება მოხდეს, აუცილებელია სათანადო ცოდნა და მეცნიერული კვლევები.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენი მომავალი თაობისთვის ისეთი სასწავლო დაწესებულებით უზრუნველყოფის საქმეში, როგორიც აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტია. ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდების ინტერესი სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ გაზრდილია, ჩვენ ამ ახალგაზრდებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სრულფასოვანი ცოდნა მიიღონ. დღეს სწორედ ისეთი სასწავლო დაწესებულება გაიხსნა, რომელიც ახალგაზრდებს ყველა პირობას უქმნის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მათ ეძლევათ საშუალება, ღირსეული მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით დაეუფლონ ცოდნას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google