სოფლის მეურნეობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 34, 5 ტონა ყურძენია გადამუშავებული
კახეთის რეგიონში რთველის პროცესი გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამი ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, გადამუშავდა 106,5 ათასი ტონა ყურძენი.

აქედან 61,3 ათასი ტონა რქაწითელი, 39,1 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშია.
ღვინის კომპანიებს ყურძენი ჩააბარა 17 200 მევენახემ, რომელთაც ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 92,6 მლნ ლარი მიიღეს. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 34,5 ათასი ტონა, თელავი - 27,2 ათასი ტონა, ყვარელი - 21,5 ათასი ტონა, საგარეჯო - 7,2 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,1 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ტონა ტონა, ლაგოდეხი - 2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 1,9 ათასი ტონა. ორ ოქტომბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,3 ათასი ტონა შეადგინა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 42 ღვინის კომპანია, მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

| Print |
FaceBook Twitter Google