სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა
და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ჩხოროწყუსა და ხობის
მუნიციპალიტეტების სოფლებში (ჭოღა, ნაიჩხოვო, თაია, მუხური, ბია,
საჯიჯაო,ახალი ხიბულა, ღორსა-დღვაბა, ნოჯიხევი) მცხოვრებ ადგილობრივ
ფერმერებს შეხვდნენ.
მათ ფერმერებს თხილის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიისა და დაავადებათა
პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე სპეციალისტებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა:
თხილის ბაღების გაშენების სპეციფიკა და დამტვერვის პროცესების სწორად
წარმართვა;თხილის მავნებელ-დაავადებათა ტიპები და მათ წინააღმდეგ
ბრძოლის ღონისძიებები; ნიადაგის ანალიზის საჭიროება და მისი
ნაყოფიერების ამაღლების გზები; ფიტოსანიტარული ღონისძიებების დროულად
გატარება;პესტიციდების შერჩევა და სხვა. ფერმერებს თხილის
მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ფენოკალენდარული სქემები
დაურიგდათ.ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ფერმერებმა ამომწურავი
ინფორმაცია მიიღეს ციტრუსის, დაფნის, ხურმის, სიმინდისა და ბოსტნეული
კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზეც. სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო
მომსახურება რეგულარულად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.
[R]
მასალის გამოყენების პირობები