სოფლის მეურნეობა
ლევან დავითაშვილმა სენაკში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის"გენერალურ დირექტორ ლევან დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში, ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივის დამშრობი სისტემის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეისათვის სამუშაოები უკვე ჩაუტარდა 39 კმ სადრენაჟე არხს.სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხდება, ასევე, დაზიანებული მილხიდების ახლით ჩანაცვლება. პროექტის დასრულების შემდეგ, 2017 წლის მარტისათვის,სადრენაჟე მომსახურება აღდგება სოფელ ახალსოფლის 690 ჰექტარ მიწის ფართობზე.სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებაა 679 000 ლარი. 2012 წლიდან დღემდე სამეგრელოს რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 400 კმ-ზემეტ სადრენაჟე არხს, ხოლო ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში მოწესრიგდა 379 კმ სადრენაჟე არხი. შედეგად დრენირებული მიწის ფართობი 10 000 ჰექტრიდან 16 540 ჰექტრამდეა გაზრდილი.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google