სოფლის მეურნეობა
აგრარული პროდუქციის ბრენდირების საკითხებს კონფერენციაზე -"ბრენდინგის სტრატეგიები“ განიხილავენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიები“ მონაწილეებს მისასლამებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქართული აგრარული პროდუქცია სულ უფრო მეტად მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

კონფერენციის, რომლიც 27 ოქტომბერს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება, მიზანიაქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნითდაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე.

კონფერენციის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO). „ჩვენ წინსვლა შევძელით სრულიად ახალ მოცემულობაში, იმ ახალირეალობისა და გამოწვევების დროს, რომელთა წინაშეც ევროკავშირთანასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადგა ჩვენი ქვეყანა.შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, სოფლის მეურნეობისსამინისტრო წარმატებით ახორცილებს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს,რომლის შედეგადაც მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია. საერთაშორისობაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტოპოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მარკეტინგულ აქტივობებს ვახორციელებთ; გაზრდილია ქართული პროდუქციის ცნობადობაც.მიმდინარეობს მუშაობა აგრარული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებით,რადგან მოგეხსენებათ, ბრენდინგი წარმატებული მარკეტინგის მნიშვნელოვანინაწილია“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ
| Print |
FaceBook Twitter Google